ჩვენ

თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიებით ვაწარმოებთ ორაგულს შავი ზღვის წყლით შევსებულ რეზერვუარებში და ვქმნით საუკეთესო გარემოს ჯანსაღი თევზის გასაზრდელად

ჩვენი ისტორია იწყება იდეით

საქართველომ ადგილი დაიკავოს ნორვეგიული ორაგულის მწარმოებელი ქვეყნების სიაში.

გურია, გეოგრაფიული მდებარეობით, შავი ზღვის სანაპიროებით და ღრუბლებს მაღლა აზიდული მომნუსხველი მთებით, სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით, ერთ-ერთი მიმზიდველი მხარეა.

2018 წელს, ევროპული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევებით დავადგინეთ, რომ გურიის ინფრასტუქტურა შეესაბამება თევზის საცდელი მეურნეობისთვის საჭირო მოთხოვნებს, ამის შემდეგ დავიწყეთ მეურნეობის მშენებლობა.

  • ობიექტის პროექტირება შეასრულა ცნობილმა დანიურმა კომპანია AKVA group-მა.
  • გამოსაყენებელი წყლის ქიმიური ანალიზის კვლევა ჩატარდა ნორვეგიაში, ხოლო ყველა სხვა ექსპერიმენტი და ტესტირება გურია ფიშის გუნდმა თავად შეასრულა.
  • ორაგულის ქვირითის შესყიდვა ხორციელდება ნორვეგიიდან, სერტიფიცირებული მწარმოებელი კომპანია AquaGen-ისგან.
  • მეურნეობის ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს ქართული სამშენებლო კომპანია სს ენერგონი Energony JSC

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში და მთელს რეგიონში ნორვეგიული ორაგულის წარმოება აქამდე არ განხორციელებულა, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის ამ დარგის განვითარებაში.

ჩვენი მიზანია

შევქმნათ თევზისთვის ბუნებასთან მიახლოებული გარემო და ვაწარმოოთ პრემიუმ კლასის, ბიოლოგიურად სუფთა ორაგული, გარემოზე ზემოქმედების გარეშე.
recycle-400x300

გავუფრთხილდეთ გარემოს

4-400x300

ვაწარმოოთ ჯანსაღი თევზი

-პროდუქტი-6-გვერდი-400x300

შევქმნათ სასარგებლო პროდუქტი

ოზურგეთის სალიფსიტე ავზები მდინარე ბჟუჟიდან ივსება. წყალი ულტრაიისფერი ნათების მეშვეობით სუფთავდება ბაქტერიებისა და პარაზიტებისგან, ჩილერის საშუალებით გრილდება და ქვიშისგან გაფილტრული მიედინება საქვირითისკენ და შემდგომ ავზებისკენ.

მნიშვნელოვანია, რომ ავზებში მდინარის წყლის მიწოდება უწყვეტად მიმდინარეობს, მათში ბუნებრივი წყალი საათში ერთხელ სრულიად ახლდება და არ ხდება რეცირკულირება, რაც თევზისთის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ქმნის. გარდა ამისა, სენსორების მეშვეობით მუდმივად მიმდინარეობს წყლის ტემპერატურის და სატურაციის გაზომვა და საჭიროების მიხედვით მისი აერაცია – ჰაერის ჟანგბადით გამდიდრება.

სალიფსიტეში ნორვეგიული ორაგულის და სამი სახეობის კალმახის ქვირითი პირველად 2019 წლის აგვისტოში გაეშვა. მეურნეობაში რამდენიმე სხვადასხვა ზომის ავზია და მათში გამოჩეკილი ორაგულის ლიფსიტების გადაყვანა, წონის გათვალისწინებით, რამდენიმე ეტაპად ხდება. სალიფსიტეში თევზი 6 თვის განმავლობაში იზრდება, სანამ მისი წონა 50-60 გრამს მიაღწევს. ამის შემდგომ ლიფსიტები ზრდას შავი ზღვის ფერმაში განაგრძობენ.

ქვირითი-8 გვერდი
9
10
11
ფარმინგიcroped

გურიაფიშის გუნდის მიერ წარმატებით განხორციელებული სალიფსიტის პროექტის შემდგომ, დავიწყეთ ფერმის მშენებლობა შავი ზღვის სანაპიროზე, გურიის რ-ნ სოფელ წყალწმინდაში. ფერმისთვის აღნიშნული ლოკაციის შერჩევის იდეა იყო ნორვეგიული ორაგულის გაზრდა შავი ზღვის წყალში.

მეურნეობაში რამდენიმე ზომის ბეტონის რეზერვუარია. ზღვის წყლის აღება ხდება სანაპიროდან 500 მეტრის დაშორებით, 40 მ სიღრმიდან, შემდეგ კი მილების საშუალებით მიეწოდება რეზერვუარებს.

default

წყლის მიწოდება უწყვეტად მიმდინარეობს, შედეგად, ავზებში ზღვის წყალი საათში ერთხელ სრულიად ახლდება. სენსორების მეშვეობით ვახდენთ წყლის ტემპერატურის, ჟანგბადის და მარილის შემცველობის გადამოწმებას.

გამოყენებული წყალი სუფთავდება ნარჩენებისგან და სანაპიროდან 250 მეტრში კვლავ ზღვაში ჩაედინება.

ფარმინგი-10 გვერდი 2
default
ფარმინგი-10 გვერდი 4
ფარმინგი-10 გვერდი 5

სალიფსიტიდან გამოყვანილი თევზი ფერმაში ნაწილდება შესაბამისი ზომის ავზებში და ზრდასრულობამდე წონის მიხედვით, ეტაპებად, კვლავ გადადის სხვადასხვა ზომის ავზებში. ფერმაში ორაგული 1,5 – 2 წლის განმავლობაში იზრდება. სარეალიზაციო ორაგულის წონა 2კგ-დან 5 კგ-მდე მერყეობს.

12
salmon-11-გვერდი
Salmon-Sashimi-11 გვერდი

ჯანსაღი თევზი
რას ნიშნავს თევიზსთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემო

აკვაკულტურის სისტემები მრავალფეროვანია თავისი დიზაინით და ფუნქციებით და ორ ძირითად კატეგორიად იყოფა, ღია და დახურული.

დახურული სისტემა გულისხმობს მეურნეობის გაშენებას ავზებში, სადაც ხდება წყლის რეცირკულირება. რეცირკულაციის სისტემა დახურული წრეა, ავზებში არსებული წყალი იწმინდება და ხელახლა გამოიყენება. აღნიშნული ავტომატურად ნიშნავს თევზისთვის არაბუნებრივი გარემოს შექმნას. მათ, პრაქტიკულად, არ აქვთ ველურ მარაგებთან კონტაქტი. ასეთ გარემოში ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი ვერ მიიღება.

ღია სისტემა უზრუნველყოფს თევზის მოშენებას ბუნებრივი წყლის ობიექტებში, როგორებიცაა ოკეანეები, ყურეები, სანაპირო ლაგუნები, ტბები და სხვა. მათში ხელოვნურად არის შექმნილი ჩანართები, გალიები, ე.წ ქეიჯები, რომლის ფსკერიც დახურულია და შემოფარგლულია ბადის ან პლასტმასის მასალის ბარიერით. ქეიჯები სანაპირო ზოლთან ქმნიან ყურეს, ნახევრად დაცულ წყლის ობიექტს, რაც გულისხმობს მცირე ზომის მონაკვეთზე დიდი რაოდენობით თევზის ზრდას. გალიებში თევზის მოშენებას ახლავს უარყოფითი გარემოსდაცვითი შედეგები, რადგან მეურნეობასთან დაკავშირებული არასასურველი ნარჩენები, დაშლილი საკვები ნივთიერებები და სხვა, აბინძურებს და აზიანებს ბუნებრივ გარემოს.

ამ მიზეზით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აიკრძალა ღია სისტემები რის გამოც თევზის წამყვანი მწარმოებლები აკვაკულტურის დახურულ სისტემას მიმართავენ.

ჩვენი მეურნეობა ფუნქციონირებს სრულიად ინოვაციური მეთოდით

სისტემა არის ღია და ამასთან, თევზი იზრდება ზღვის წყლით სავსე ავზებში იზოლირებულად, გამოყენებული წყალი კი გაფილტრული და გასუფთავებული კვლავ ბრუნდება ზღვაში. შედეგად, გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით ვაწარმოებთ ეკოლოგიურად სუფთა თევზს

ეკოლოგიურად სუფთა თევზის წარმოების კიდევ ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს მათი კვება წარმოადგენს. ჩვენი მეურნეობა იყენებს დანიური კომპანია Aller Aqua-ს მიერ წარმოებულ პრემიუმ კლასის საკვებს. 

განსხვავება
ორაგული და კალმახი

croped

არსებობს მცდარი აზრი, რომ ზღვაში შესული კალმახი გარდაიქმნება ორაგულად.

თანამედროვე ბაზრის პირობებში, ხშირად ვხვდებით თევზს, რომელიც გაყიდვაში ორაგულის სახელით გვხვდება, სინამდვილეში კი ის კალმახია!

მიუხედავად იმისა, რომ კალმახი და ორაგული ერთ ოჯახს მიეკუთვნებიან, ისინი თევზის განსხვავებული სახეობებია, რომლებიც ცხოვრობენ განსხვავებულ გარემოში და აქვთ სხვადასხვა წარმოშობა, ქცევა, გარეგნობა, ტექსტურა და გემო.

ამ ორს შორის მთავარი განსხვავება არის ის, რომ კალმახი მტკნარი წყლის თევზია, ხოლო ორაგული – მარილიანი წყლის. კალმახის ხორცის ტექსტურა არის რბილი და ნაზი, გემო კი მსუბუქი. ორაგულს, როგორც წესი, ცხიმის უფრო დაბალი შემცველობა აქვს, გემო – მეტად ძლიერი და მდიდრული. 

არის შემთხვევები, როდესაც კალმახს ზღვის წყალში ზრდიან, რაც მის გემოვნურ თვისებებს საგრძნობლად ცვლის. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც კალმახს შეცდომით ორაგულს უწოდებენ.

ორივე სახეობა შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინებს, ვიტამინებს, მინერალებს და ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს. მისი ცხიმის მიღება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას. თევზი სასარგებლოსთან ერთად, გემრიელი პროდუქტია და მისგან არაერთი ქვეყნის ტრადიციული კერძი მზადდება.

ომეგა 3-15 გვერდი
sashimi-15 გვერდი
trout-15 გვერდი

სწორი შეთავაზება

მომხმარებლისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ბაზარზე გასაყიდ თევზს სწორად ჰქონდეს მითითებული სახეობა და თავად აირჩიოს რომელ პროდუქტს შეიძენს – ორაგულს თუ კალმახს.